ამბავი

ამერიკიდან
საქართველომდე.

რა ვნახე სამედიცინო სისტემის შიგნით და რატომ მივატოვე ჩემი კარიერა ამერიკაში

ექიმი ლაშა ჯაყელი
ექიმი ლაშა ჯაყელი
ნევროლოგი · Mindor-ის დამფუძნებელი

რატომ მივატოვე ექიმობა ამერიკაში...

როცა ამერიკაში ნევროლოგად ვმუშაობდი, ჩემი პაციენტების სამედიცინო ისტორიებში ერთსა და იმავე სურათს ვხედავდი.

2012

პაციენტი ერთი ჩივილით მოვიდა. თავის ტკივილი.

2014

ძილი აერია. ახალი ექიმი.

2016

შფოთვა. კიდევ ახალი ექიმი.

2019

კუჭ-ნაწლავი. კიდევ ახალი ექიმი.

2022

დეპრესია, წნევა, წონა.

ეს სურათი ყოველდღე, უამრავ პაციენტზე მეორდებოდა. გამოჯანმრთელების ნაცვლად, ისინი უფრო და უფრო ღრმად ავადდებოდნენ და ყველა ექიმის პაციენტებად ყალიბდებოდნენ.

თავიდან მეც ისე ვფიქრობდი, როგორც მასწავლეს. ამ ადამიანებს გენეტიკური პრობლემა აქვთ ან მენტალური დარღვევაო. ეს ახსნა ლოგიკური ჩანდა.

შემდეგ გავიდა დრო, დავაგროვე გამოცდილება და რაღაც შევნიშნე. ვუყურებდი არა მხოლოდ პაციენტების ანალიზებს, არამედ ვისმენდი მათი ცხოვრების ამბავს. რა შეემთხვათ. რა გზა გამოიარეს. რა მოხდა მანამდე, სანამ სიმპტომები დაიწყებოდა.

და სურათი სრულიად შეიცვალა.

ეს ჯანმრთელი ადამიანები იყვნენ, რომლებიც ცხოვრებაში ერთ დროს გაუსაძლის სტრესში ცხოვრობდნენ და არ იცოდნენ სტრესთან სწორი მიდგომა. მივიდნენ ექიმთან, რომელმაც სტრესის გავლენა საერთოდ არ გაითვალისწინა. გაუწერა წამალი სიმპტომზე და ხელუხლებელი დატოვა ის, რაც ამ სიმპტომს იწვევდა. გავიდა წლები და ამ ხელუხლებელმა სტრესმა ორგანიზმი ფარულად დაავადა. ასე გამრავლდა სიმპტომები, წამლები და ექიმები.

ლაშა ჯაყელი სამედიცინო ხალათში

ჩემი ბოლო სურათი თეთრ ხალათში.

ჩვენ კი მეხანძრის როლს ვთამაშობდით: ხანძრის ჩასაქრობად მისული, განგაშის სიგნალს ვთიშავდით ხანძრის ჩაქრობის ნაცვლად.

ხანძარი აქტივაციაში დარჩენილი ნერვული სისტემაა, რომელიც წლები იყო სტრესში და გამოიფიტა. სიგნალები კი ის სიმპტომებია, რომლებითაც ორგანიზმი გვატყობინებს, რომ დახმარება სჭირდება.

ამის გაცნობიერების შემდეგ ვეღარ შევძელი მუშაობის გაგრძელება. დავტოვე სამედიცინო კარიერა ამერიკაში, დავბრუნდი საქართველოში და შევქმენი ის, რაც იქ არ არსებობდა: სისტემა, რომელიც ნერვულ სისტემას ძირეულად აღადგენს.

02შეცდომა

კლასიკური მედიცინის
მთავარი შეცდომა

კლასიკური მედიცინის მთავარი შეცდომა ის დაშვებაა, რომ ადამიანი საკუთარ ჯანმრთელობაში არ უნდა ერკვეოდეს. მიხვალ ექიმთან, გაგსინჯავენ, დაგისვამენ დიაგნოზს, გამოგიწერენ წამალს, ისე რომ წარმოდგენა არ გაქვს, რა ხდება შენს გონებასა და სხეულში.

ეს ლოგიკა ბაქტერიული ინფექციისა და ანტიბიოტიკის მოდელიდან მოდის. მუშაობს მყისიერად საშიში პრობლემების დროს, სადაც მიზეზი ცალსახაა. მაგრამ კლასიკურმა მედიცინამ ეს მიდგომა ყველა პრობლემაზე განაზოგადა. სწორედ აქ იწყება შეცდომა.

ამერიკაში ათასობით ადამიანის ჯანმრთელობის კვლევისას გავაცნობიერე, რომ მათ აბსოლუტურ უმრავლესობას არანაირი თანდაყოლილი დაავადება არ ჰქონდა. ჩვეულებრივი, ჯანმრთელი ადამიანები იყვნენ, რომლებიც ერთ დროს გაუსაძლის სტრესში ცხოვრობდნენ და არ იცოდნენ, როგორ ემკურნალათ მისთვის ძირეულად.

„შფოთვის მქონე ადამიანს, რომელსაც ღამე მშვიდად არ სძინავს, გული აჩქარებული აქვს, განწყობა დაქვეითებული, ვუნიშნავდით ანტიდეპრესანტებს, ბენზოდიაზეპინებს, საძილე საშუალებებს, გულის რიტმის ბლოკერებს... ჰორმონ კორტიზოლს, სტრესის ფიზიოლოგიასა და აგზნებულ ნერვულ სისტემას, ანუ ძირეულ მიზეზს, არც კი ვეხებოდით...''
03ხედვა

ჯანმრთელობა ფუნქცია და პოტენციალია.

ჩემთვის ჯანმრთელობა მხოლოდ ნორმალური ლაბორატორიული მონაცემი და სიმპტომების არ ქონა არაა, არამედ გონებისა და სხეულის ოპტიმალური ფუნქცია. როცა განწყობა, კონცენტრაცია, მეხსიერება ოპტიმალურია, სხეულში სიცოცხლის ენერგია გვიჩქებს, ფიქრი და მოქმედება ერთიანია.

როცა აქედან ვცხოვრობთ, ეს ჩვენს ურთიერთობებზე, ყოველდღიურ გადაწყვეტილებებზე, გეგმებზე, ოცნებებზე და მათი განხორციელების უნარზე აისახება.

Mindor-ის შექმნით ჩემი მიზანია, ადამიანებს მივცე ყველა საჭირო ინსტრუმენტი და შევუქმნა მხარდამჭერი სივრცე, რათა მათ საკუთარი საუკეთესო თავის გამოვლენა შეძლონ.

ექიმი ლაშა ჯაყელი
ექიმი ლაშა ჯაყელი
ნევროლოგი · Mindor-ის დამფუძნებელი
შემდეგი ნაბიჯი

მზად ხარ შემდეგი ნაბიჯისთვის?

3 წუთიანი ტესტი. გაიგე შენი ნერვული სისტემის მდგომარეობა და მიიღე პერსონალური პროტოკოლი.

დაწყება

უფასოა · 3 წუთი