გამოფიტულ ნერვულ სისტემას სისტემური აღდგენა სჭირდება. აღდგენის პროტოკოლში® ყველა საჭირო კომპონენტი გავაერთიანეთ.
სწორი ხელშეწყობით ნერვული სისტემა თავისით იბრუნებს მშვიდ რიტმს.
- 01
ფიზიოლოგიური მხარდაჭერა
Balance™-ში შემავალი ადაპტოგენები არეგულირებენ სტრესის რეაქციას და შენი ორგანიზმი გამოდის გადარჩენის ფიზიოლოგიიდან. სწორედ ეს არის ნეიროპლასტიური პროცესის საფუძველი: ნერვული ქსოვილი იწყებს სტრესით დაზიანებული უბნების, კერძოდ ჰიპოკამპის, აღდგენას, უმჯობესდება მეხსიერება და ფოკუსი. ეს აღდგენის პირველი შრეა. მეორე შრეზე ვავსებთ იმ მინერალურ და ნუტრიენტულ დეფიციტს, რომელიც სტრესმა უკვე გამოფიტა.
- 02
ნერვული სისტემის რეტრენინგი
Mindor პრაქტიკებიროცა მეცნიერებმა შეისწავლეს ყველაზე წარმატებული ათლეტების გულისცემა, ერთი საინტერესო თავისებურება აღმოაჩინეს. მათი გულისცემა მოსვენების ნიშნულს მაღალსტრესული დატვირთვის შემდეგ ძალიან მალე უბრუნდებოდა. Mindor-ის აპლიკაციაში, პრაქტიკების განყოფილებაში, გაეცნობი მეგზურ პრაქტიკებს, რომელთა დანერგვა თვისობრივად ცვლის შენი ნერვული სისტემის ფუნქციას. ყოველდღიურობაში ეს იზომება, როცა აღელდები, რამდენად მალე იბრუნებს შენი ნერვული სისტემა სიმშვიდეს.
- 03
პროგრესის გაზომვა
Mindor პროგრესიMindor პროგრესი აპლიკაციის მთავარი ფუნქციაა. ის ყოველდღიურად აფასებს შენი ნერვული სისტემის სამ მთავარ მაჩვენებელს და გიჩვენებს, რა იცვლება და რა რჩება უცვლელი კვირებისა და თვეების განმავლობაში. შეგიძლია შეინახო ინსაითები, რომლებსაც კონკრეტულ მომენტში შეამჩნევ. გაზომვა აუცილებელია: მის გარეშე ადამიანების უმეტესობა ვერ იგებს, რას უნდა მიაქციოს ყურადღება და აქვს თუ არა შედეგი და მალევე კარგავს ცვლილების მოტივაციას.
ძილიენერგიაგანწყობა

ნერვული სისტემის აღდგენა
Balance™
საკვები დანამატი სტრესთან ადაპტაციისთვის
60 კაფსულა · 30-დღიანი მარაგი
₾89
გაიგე რომელი გჭირდებაამონარიდები მომხმარებლების შეფასებებიდან
ღამეში მხოლოდ 3 საათი მეძინა ხოლმე. მაწუხებდა ხშირი გამოღვიძება და დილით 2 ესპრესოს გარეშე ვერ ვფხიზლდებოდი. ბოლო 2 თვე განსაკუთრებით შეეტყო ჩემს პროდუქტიულობას და ზუსტად ამ დროს აღმოგაჩინეთ. აღდგენის პროტოკოლის დაწყებიდან მეორე კვირას უკვე ვგრძნობდი ძილის გაუმჯობესებას. გუშინწინ, შაბათ დილით მეგობრის სანახავად გავედი და გზაში გამახსენდა რომ ყავის დალევა დილით დამავიწყდა…

ექიმი ლაშა ჯაყელი
Mindor დამფუძნებელი
რატომ შევქმენით Balance™
ტრადიციული ადაპტოგენების პრობლემა ისაა, რომ თავიდან მუშაობენ, მაგრამ სტრესი "სხლტება" და ბრუნდება.
მაგალითად, თუ სცადე აშვაგანდას KSM-66 ექსტრაქტი ან რაიმე მსგავსი, გეცოდინება შეგრძნება — სწრაფი მოქმედება, პირველი რამდენიმე დღე ან კვირა და შემდეგ ეფექტი სადავდება. იგივე ეფექტის მისაღებად დოზის გაზრდა გჭირდება ან ეფექტი საერთოდ ქრება.
ეს იმიტომ ხდება, რომ ექსტრაქტები მედიკამენტურ მოდელის მიხედვით აიგო ამერიკული პოპულაციისთვის და მიზანი არის რომ პირველ 3 დღეში მოგცენ ეფექტი, როცა დაბრუნების რისკი ამაზონზე ყველაზე მაღალია.
როგორ განსხვავდება Balance™
აგრესიული დატვირთვა ერთ სისტემაზე
რბილი მოქმედება რამდენიმე სისტემაზე
როგორც ექიმმა, Balance-ის შექმნით ამ პრობლემის გადაჭრა დავისახე მიზნად. მე მინდოდა შემექმნა ადაპტოგენური დანამატი, რომელსაც მივიღებდი ყოველდღიურად, ჭეშმარიტი საკვები დანამატის პრინციპით, რომელიც არ მომცემდა გვერდით ეფექტებს და ორგანოების მიკრო ზიანს.
სრული-სპექტრის შრი-ლანკური აშვაგანდას ფესვების ნაფხვენი 650მგ
ჩვენ არ ვიყენებთ აშვაგანდას ფოთლის, ღეროს და ფესვის ექსტრაქტს (KSM-66). ეს არის სრული სპექტრის მთელი ფესვის ნაფხვენი, როგორც გამოიყენებოდა აღმოსავლურ მედიცინაში საუკუნეების განმავლობაში.
როდიოლა როზეა 330მგ
როდიოლა სტრესის სხვა დონეებზე მუშაობს, შედეგად სტრეს-ადაპტაციის არცერთი ხაზი არ იტვირთება და გასხლტომის შანსი მინიმუმამდე მცირდება.
Balance მოქმედებს ნელა, მაგრამ ეფექტი ხანგრძლივი და შენარჩუნებადია. მიზანი არის რომ თვეების განმავლობაში შევუქმნათ სტაბილურად ხელსაყრელი ნეიროჰორმონული ნიადაგი ნერვულ სისტემას, რაც უჯრედების, ცილების და რეცეპტორების ძირეული განახლების საფუძველია.
"Mindor-ის მეთოდში მიზანი სიმპტომების გაჩუმება არაა ("Quick Fix"), არამედ ჩვენი ორგანიზმისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, რომ აღდგენა მან თავისით დაიწყოს."
როგორ მუშაობს
Balance™ ყველაზე ეფექტურად მუშაობს სისტემის ნაწილად. გაიარე ტესტი და მიიღე პერსონალური გეგმა.
სრული მეთოდი
აღდგენა ხდება ორ შრეზე
Balance აბალანსებს სტრესის რეაქციას. მხარდამჭერი დანამატები კი ავსებენ იმას, რაც სტრესმა ორგანიზმში გამოფიტა.
დაიწყე აქ
ტესტი გეხმარება ამოიცნო, რომელ საფეხურზეა შენი ნერვული სისტემა და პასუხების მიხედვით მიიღებ პერსონალურ გეგმას.
დაწყებაუფასოა · 3 წუთი



