Mindor

კონფიდენციალურობის და სერვისის პირობები

თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

ბოლო განახლება: 2026 წლის 15 სექტემბერი


შინაარსი
  1. 1ვინ ვართ
  2. 2რა მონაცემებს ვაგროვებთ
  3. 3ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია
  4. 4რისთვის ვიყენებთ მონაცემებს
  5. 5ვის შეიძლება გადაეცეს მონაცემები
  6. 6სად ვინახავთ მონაცემებს
  7. 7მონაცემების უსაფრთხოება
  8. 8რამდენ ხანს ვინახავთ მონაცემებს
  9. 9თქვენი უფლებები
  10. 10Cookies და თანხმობა
  11. 11ბავშვების მონაცემები
  12. 12Mindor-ის სერვისები და პროტოკოლი
  13. 13მომხმარებლის პასუხისმგებლობა
  14. 14ასაკობრივი შეზღუდვა
  15. 15გადახდა
  16. 16პროდუქტის მიწოდება
  17. 17კონსულტაციის გაუქმების პოლიტიკა
  18. 1890-დღიანი გაუმჯობესების გარანტია
  19. 19Mindor Pulse-ის გამოყენება
  20. 20ინტელექტუალური საკუთრება
  21. 21პასუხისმგებლობის შეზღუდვა
  22. 22დავის გადაწყვეტა
  23. 23პირობების ცვლილება
  24. 24მოქმედი კანონმდებლობა
  25. 25კონტაქტი

ეს კონფიდენციალურობის და სერვისის პირობები განმარტავს, რა მონაცემებს აგროვებს და ამუშავებს Mindor, რატომ ვიყენებთ მათ, როგორ ვინახავთ და ვიცავთ მათ, რა უფლებები გაქვთ თქვენს მონაცემებთან დაკავშირებით და რა პირობებით გთავაზობთ Mindor საკუთარ პროდუქტებსა და მომსახურებებს.

Mindor მოქმედებს საქართველოს მოქმედი პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად.

1ვინ ვართ

Mindor არის ინდივიდუალური მეწარმის მიერ ოპერირებული ონლაინ ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის პლატფორმა.

ი/მ ლაშა ჯაყელი

2რა მონაცემებს ვაგროვებთ

თქვენი Mindor-ის გამოყენებისას შეიძლება შეგროვდეს შემდეგი ინფორმაცია:

ნერვული სისტემის ფიტნესის შეფასება

როდესაც ავსებთ Mindor-ის ტესტს, შეიძლება შევაგროვოთ:

  • თქვენი შეფასების პასუხები;
  • შეფასებიდან მიღებული ქულები;
  • ნერვული სისტემის ფიტნესის საერთო შედეგი;
  • ექვსი ფუნქციური მაჩვენებლის შედეგები;
  • თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია თქვენი მდგომარეობისა და გამოცდილების შესახებ.

ეს ინფორმაცია გამოიყენება თქვენი პერსონალიზებული შედეგებისა და რეკომენდაციების შესაქმნელად და თქვენი პროგრესის შესაფასებლად.

Mindor Pulse აპლიკაცია

Mindor Pulse-ის გამოყენებისას შეიძლება დამუშავდეს:

  • თქვენი შეფასების შედეგები;
  • პროგრესის მონაცემები;
  • თქვენ მიერ აპლიკაციაში შეყვანილი ინფორმაცია;
  • თქვენი პროტოკოლის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაცია;
  • თქვენი თვითშეფასებები და უკუკავშირი.

Mindor Pulse-ში არსებულ პირად Insights-ზე წვდომა აქვს მხოლოდ შესაბამის მომხმარებელს. Mindor-ის გუნდის წევრებს მათზე წვდომა არ აქვთ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი თავად გააზიარებს აღნიშნულ ინფორმაციას.

ეს ინფორმაცია გამოიყენება თქვენი პროგრესის დასაკვირვებლად და Mindor-ის პროტოკოლის პერსონალიზაციისა და გაუმჯობესებისთვის.

შეკვეთა

შეკვეთისას შეიძლება შევაგროვოთ:

  • სახელი და გვარი;
  • ტელეფონის ნომერი;
  • ელ-ფოსტის მისამართი;
  • მიწოდების მისამართი;
  • შეკვეთის დეტალები.

გადახდა

გადახდის მონაცემები მუშავდება შესაბამისი ბანკის ან გადახდის სერვისის მომწოდებლის მიერ.

Mindor არ ინახავს თქვენი საბანკო ბარათის მონაცემებს.

კომუნიკაცია

თუ დაგვიკავშირდებით, შეიძლება შევინახოთ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, მათ შორის თქვენი შეტყობინებები, შეკითხვები, უკუკავშირი და პროტოკოლთან დაკავშირებული კომუნიკაცია.

3ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია

Mindor-ის შეფასების, Mindor Pulse-ისა და კურატორთან კომუნიკაციის ფარგლებში თქვენ შეიძლება ნებაყოფლობით მოგვაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მონაცემად ჩაითვალოს.

ასეთი მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველია თქვენი აქტიური თანხმობა, რომელსაც გამოხატავთ შეფასების შევსებით, პროტოკოლის შეძენით ან შესაბამისი ინფორმაციის ნებაყოფლობით მოწოდებით. გარკვეულ შემთხვევებში დამუშავების საფუძველი შეიძლება ასევე იყოს ხელშეკრულების შესრულება ან კანონით გათვალისწინებული ვალდებულება.

ჩვენ ვიყენებთ ასეთ ინფორმაციას მხოლოდ იმ მიზნებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია Mindor-ის შეფასებასთან, პერსონალიზებულ პროტოკოლთან, პროგრესის შეფასებასთან, მომხმარებლის მხარდაჭერასთან და შესაბამის მომსახურებასთან.

თქვენ მიერ მოწოდებული ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია კონფიდენციალურად მუშავდება და მესამე მხარეს არ გადაეცემა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია შესაბამისი მომსახურების გასაწევად, კანონით არის მოთხოვნილი ან მომხმარებელმა ამის შესახებ შესაბამისი თანხმობა განაცხადა.

თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავებაზე გაცემული თანხმობა. თანხმობის გამოთხოვა არ მოქმედებს მანამდე განხორციელებული დამუშავების კანონიერებაზე.

4რისთვის ვიყენებთ მონაცემებს

თქვენს მონაცემებს ვიყენებთ იმისთვის, რომ:

  • მოგაწოდოთ Mindor-ის ნერვული სისტემის ფიტნესის ქულა;
  • შევქმნათ პერსონალიზებული პროტოკოლი;
  • მოგაწოდოთ შესაბამისი პროდუქტები და მომსახურება;
  • უზრუნველვყოთ Mindor Pulse-ის ფუნქციონირება;
  • დავაკვირდეთ პროტოკოლის მიმდინარეობასა და პროგრესს;
  • უზრუნველვყოთ კურატორის მხარდაჭერა;
  • დაგიკავშირდეთ შეკვეთასთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით;
  • დავამუშავოთ გადახდები;
  • უზრუნველვყოთ პროდუქტის მიწოდება;
  • დავიცვათ ჩვენი მომსახურების უსაფრთხოება;
  • გავაუმჯობესოთ ჩვენი ვებგვერდი და მომსახურება;
  • შევასრულოთ კანონით დაკისრებული ვალდებულებები.

5ვის შეიძლება გადაეცეს მონაცემები

ჩვენ არ ვყიდით თქვენს პერსონალურ მონაცემებს.

მონაცემებზე წვდომა შეიძლება ჰქონდეთ მხოლოდ იმ სერვისებსა და პირებს, რომელთა ჩართულობაც აუცილებელია Mindor-ის მომსახურების მიწოდებისთვის, ან რომლებიც კანონით არიან უფლებამოსილი.

საკურიერო სერვისი
შეიძლება გადაეცეს სახელი, ტელეფონის ნომერი და მიწოდების მისამართი შეკვეთის ჩასაბარებლად.
ბანკი / გადახდის პროვაიდერი
Mindor თანამშრომლობს საქართველოს ბანკთან და თიბისი ბანკთან, რომლებმაც შესაძლოა დაამუშაონ გადახდისთვის საჭირო მონაცემები.
ტექნოლოგიური სერვისები
მონაცემები შეიძლება დამუშავდეს იმ ტექნოლოგიური სერვისების მიერ, რომლებიც აუცილებელია მონაცემთა ბაზის, აპლიკაციისა და ვებგვერდის ფუნქციონირებისთვის.
ანალიტიკური სერვისები
Google Analytics-ს ამჟამად არ ვიყენებთ. ვებგვერდის გამოყენების სტატისტიკა (რომელი გვერდი იხსნება, სად ჩერდება ტესტი) ჩვენს საკუთარ ბაზაში ინახება და მესამე მხარეს არ გადაეცემა.
სარეკლამო სერვისები
ვიყენებთ Meta Pixel-სა და Meta Conversions API-ს რეკლამის ეფექტურობის გასაზომად. ბრაუზერის პიქსელის გამორთვა შესაძლებელია ამ დოკუმენტის Cookies სექციაში.

6სად ვინახავთ მონაცემებს

Mindor იყენებს ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას, მათ შორის Supabase-ს, მონაცემების შესანახად და მომსახურების უზრუნველსაყოფად.

მონაცემების დამუშავება შეიძლება განხორციელდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარე სერვერებზე ან შესაბამისი მომსახურების მომწოდებლების საშუალებით. ასეთ შემთხვევაში Mindor უზრუნველყოფს, რომ მონაცემთა გადაცემა ხდება მოქმედი პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, მათ შორის შესაბამისი უსაფრთხოების ზომების გამოყენებით.

7მონაცემების უსაფრთხოება

ვიღებთ გონივრულ ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს თქვენი მონაცემების დასაცავად არასანქცირებული წვდომისგან, დაკარგვისგან, შეცვლისგან ან უკანონო გამოყენებისგან.

8რამდენ ხანს ვინახავთ მონაცემებს

ჩვენ ვინახავთ პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ იმ ვადით, რაც საჭიროა იმ მიზნის მისაღწევად, რომლისთვისაც მონაცემები შეგროვდა, მომსახურების გასაწევად, სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად ან სამართლებრივი მოთხოვნების დასაცავად.

როდესაც მონაცემების შენახვა აღარ არის საჭირო, ისინი წაიშლება ან ანონიმიზდება, თუ მათი შენახვა კანონით სხვა მიზეზით არ არის აუცილებელი.

9თქვენი უფლებები

მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში თქვენ შეიძლება გქონდეთ უფლება:

  • მიიღოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ;
  • მოითხოვოთ თქვენს მონაცემებზე წვდომა;
  • მოითხოვოთ არასწორი მონაცემების გასწორება;
  • მოითხოვოთ მონაცემების წაშლა, როდესაც ამის სამართლებრივი საფუძველი არსებობს;
  • შეზღუდოთ მონაცემების დამუშავება გარკვეულ შემთხვევებში;
  • გააპროტესტოთ მონაცემების გარკვეული მიზნებით დამუშავება;
  • გამოითხოვოთ თანხმობა, როდესაც დამუშავება თანხმობას ეფუძნება;
  • ისარგებლოთ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

მეტი ინფორმაციისთვის ან თქვენი უფლებების განსახორციელებლად დაგვიკავშირდით: info@mindor.ge

10Cookies და თანხმობა

Mindor-ის ვებგვერდი იყენებს cookies და მსგავს ტექნოლოგიებს ვებგვერდის ფუნქციონირების, უსაფრთხოებისა და რეკლამის ეფექტურობის გაზომვისთვის.

აუცილებელი cookies ინახავს შესვლის სესიას (Pulse და ადმინისტრირება), მიმდინარე შეკვეთის მდგომარეობასა და დაცვის ტოკენებს. ისინი ვებგვერდის მუშაობისთვის აუცილებელია და ცალკე თანხმობას არ საჭიროებს.

სარეკლამო გაზომვისთვის ვიყენებთ Meta Pixel-ს, რომელიც ბრაუზერში ნაგულისხმევად იტვირთება და Meta-ს ატყობინებს გვერდის ნახვასა და შეძენის ნაბიჯებს. Google Analytics-ს ამჟამად არ ვიყენებთ. ქვემოთ შეგიძლიათ ეს გაზომვა გამორთოთ: არჩევანი ამ ბრაუზერში 12 თვე ინახება და ძალაში მაშინვე შედის.

გადახდის წარმატებით დასრულებისას შეკვეთის დადასტურება Meta-ს სერვერული არხითაც (Conversions API) იგზავნება ხელშეკრულების შესრულებისა და ჩვენი ლეგიტიმური ინტერესის საფუძველზე. ამ არხით გადაეცემა მხოლოდ დაჰეშილი საკონტაქტო მონაცემები და შეკვეთის ღირებულება, ტესტის პასუხები არასდროს. რეკლამის პარამეტრების მართვა შესაძლებელია თქვენს Meta ანგარიშშიც.

11ბავშვების მონაცემები

Mindor-ის ფასიანი პროტოკოლები განკუთვნილია მხოლოდ 18 წლის და უფროსი ასაკის პირებისთვის.

ჩვენ არ ვაგროვებთ არასრულწლოვანი პირების მონაცემებს ფასიანი პროტოკოლის შესათავაზებლად.

თუ გაიგებთ, რომ არასრულწლოვანმა მოგვაწოდა პერსონალური მონაცემები შესაბამისი საფუძვლის გარეშე, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.

12Mindor-ის სერვისები და პროტოკოლი

Mindor მომხმარებელს სთავაზობს პერსონალიზებულ კეთილდღეობის პროგრამას, რომელიც ეფუძნება Mindor-ის ნერვული სისტემის ფიტნესის შეფასებას.

Mindor-ის პროტოკოლი შეიძლება მოიცავდეს:

  • ნერვული სისტემის ფიტნესის შეფასებას;
  • პერსონალიზებულ რეკომენდაციებს;
  • საკვებ დანამატებს;
  • Mindor Pulse აპლიკაციაზე წვდომას;
  • კურატორის მხარდაჭერას;
  • Dr. Jakeli-ს კონსულტაციას, თუ აღნიშნული მომსახურება შედის მომხმარებლის მიერ შეძენილ პროტოკოლში.

კონკრეტული პროტოკოლის შემადგენლობა, ფასი და პირობები მომხმარებელს მიეწოდება შეკვეთის განხორციელებამდე.

Mindor-ის შეფასების შედეგები და რეკომენდაციები წარმოადგენს კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის მხარდაჭერის ინსტრუმენტს და არ უნდა იქნეს აღქმული როგორც კონკრეტული დაავადების დიაგნოზი, მკურნალობა ან განკურნების გარანტია.

13მომხმარებლის პასუხისმგებლობა

მომხმარებელი პასუხისმგებელია:

  • Mindor-ისთვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორეზე;
  • რეკომენდებული პროტოკოლის მითითებების შესაბამისად გამოყენებაზე;
  • Mindor Pulse-ის გამოყენებაზე, როდესაც ეს პროტოკოლის ნაწილია;
  • კურატორთან კომუნიკაციაზე, როდესაც ასეთი მხარდაჭერა შედის პროტოკოლში;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, მედიკამენტებთან, ალერგიებთან ან სხვა მნიშვნელოვან გარემოებებთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციის მოწოდებაზე.

მომხმარებელმა არ უნდა გამოიყენოს Mindor-ის მომსახურება გადაუდებელი სამედიცინო დახმარების რაიმე ფორმით შემცვლელად.

14ასაკობრივი შეზღუდვა

Mindor-ის ფასიანი პროტოკოლები და მომსახურებები განკუთვნილია მხოლოდ 18 წლის და უფროსი ასაკის პირებისთვის.

შეკვეთის განხორციელებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ არის მინიმუმ 18 წლის.

15გადახდა

პროდუქტის ან მომსახურების ფასი ნაჩვენებია მომხმარებლისთვის შეკვეთის განხორციელებამდე.

გადახდა შეიძლება განხორციელდეს Mindor-ის მიერ მხარდაჭერილი ბანკის ან გადახდის პროვაიდერის საშუალებით.

შეკვეთის განთავსებისას მომხმარებელი ადასტურებს, რომ შეკვეთის განთავსება წარმოშობს გადახდის ვალდებულებას.

16პროდუქტის მიწოდება

ფიზიკური პროდუქტები მიეწოდება მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე.

მომხმარებელი პასუხისმგებელია მიწოდებისთვის სწორი სახელის, ტელეფონის ნომრისა და მისამართის მითითებაზე.

მიწოდების სავარაუდო ვადა და შესაბამისი ღირებულება მომხმარებელს მიეწოდება შეკვეთის განხორციელებამდე.

თუ კანონით ან შეკვეთის პირობებით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული, პროდუქტის მიწოდება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად.

17კონსულტაციის გაუქმების პოლიტიკა

კონსულტაციის უფასოდ გაუქმება ან გადატანა შესაძლებელია შეხვედრამდე 48 საათით ადრე. გაუქმების შემთხვევაში გადახდილი თანხა სრულად ბრუნდება, გადახდის დამუშავების (ბანკის/გადახდის სისტემის) 2.5%-იანი საკომისიოს გამოკლებით.

თუ გაუქმება ხდება შეხვედრამდე 48 საათზე ნაკლები დროით ადრე, გადახდილი თანხა არ ბრუნდება.

თუ მომხმარებელი შეხვედრაზე არ გამოცხადდება, გადახდილი თანხა არ ანაზღაურდება და ახალი კონსულტაციის დასაჯავშნად საჭიროა ახალი ჯავშნის გაკეთება.

1890-დღიანი Mindor-ის გაუმჯობესების გარანტია

Mindor მომხმარებელს სთავაზობს დამატებით 90-დღიან კმაყოფილების გარანტიას.

90-დღიანი პერიოდი იწყება მომხმარებლის პროტოკოლის შეძენის დღიდან.

90 დღის გასვლის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს გადახდილი თანხის სრული დაბრუნება, თუ მან რეკომენდებული პროტოკოლი რეალურად გამოიყენა, თუმცა 90-დღიანი პერიოდის განმავლობაში Mindor Pulse-ის ფუნქციური მაჩვენებლების მიხედვით გაუმჯობესება არ აისახა.

გაუმჯობესების შეფასება

თანხის დაბრუნების შესაფასებლად Mindor ითვალისწინებს:

  • Mindor Pulse-ში დაფიქსირებულ ფუნქციური მაჩვენებლების ცვლილებებს;
  • მომხმარებლის ზეპირ ან წერილობით უკუკავშირს;
  • რეკომენდებული პროტოკოლის გამოყენების ხარისხს;
  • კურატორის შეფასებას და კურატორის გამოცდილებას მომხმარებელთან მუშაობის პროცესში.

გარანტიის გამოყენების პირობა

90-დღიანი გარანტია განკუთვნილია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებმაც რეალურად სცადეს რეკომენდებული პროტოკოლის გამოყენება.

თუ მომხმარებელმა არ გამოიყენა ან მხოლოდ ფორმალურად გამოიყენა პროტოკოლის კომპონენტები, მათ შორის, შესაბამის შემთხვევაში:

  • რეკომენდებული დანამატები;
  • Mindor Pulse აპლიკაცია;
  • კურატორის მხარდაჭერა;
  • პროტოკოლში შემავალი კონსულტაცია;

Mindor-ს შეუძლია დაასკვნას, რომ 90-დღიანი გაუმჯობესების გარანტიის პირობები არ არის შესრულებული.

გარანტიის მიზანია დაიცვას ის მომხმარებელი, რომელმაც რეალურად სცადა პროტოკოლის გამოყენება, თუმცა სასურველი შედეგი ვერ მიიღო.

თანხის დაბრუნების მოთხოვნა

თანხის დაბრუნების მოთხოვნა შესაძლებელია პროტოკოლის შეძენიდან 90 დღის გასვლის შემდეგ.

მოთხოვნის მიღების შემდეგ Mindor შეაფასებს მომხმარებლის პროტოკოლში მონაწილეობას, Mindor Pulse-ის პროგრესს, მომხმარებლის უკუკავშირსა და კურატორის შეფასებას.

თუ დადგინდა, რომ მომხმარებელმა რეალურად გამოიყენა რეკომენდებული პროტოკოლი და 90 დღის განმავლობაში Mindor Pulse-ის ფუნქციური მაჩვენებლების მიხედვით გაუმჯობესება არ აისახა, Mindor დააბრუნებს შესაბამისი პროტოკოლისთვის გადახდილ თანხას.

თანხა დაბრუნდება მოთხოვნის განხილვიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში იმავე გადახდის საშუალებით, რომლითაც შეკვეთა განხორციელდა, თუ მხარეები სხვა ფორმაზე არ შეთანხმდებიან.

90-დღიანი გაუმჯობესების გარანტია წარმოადგენს Mindor-ის დამატებით კომერციულ გარანტიას და არ ზღუდავს მომხმარებლის იმ სავალდებულო უფლებებს, რომლებიც მას საქართველოს კანონმდებლობით აქვს.

19Mindor Pulse-ის გამოყენება

Mindor Pulse ხელმისაწვდომია იმ მომხმარებლებისთვის, რომელთა შეძენილი პროტოკოლი მოიცავს აპლიკაციაზე წვდომას.

Mindor Pulse გამოიყენება მომხმარებლის პროგრესის მონიტორინგისა და თვითშეფასებისთვის.

Mindor Pulse-ში არსებული პირადი Insights ხელმისაწვდომია მხოლოდ შესაბამისი მომხმარებლისთვის და Mindor-ის გუნდის წევრებს მათზე წვდომა არ აქვთ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი თავად გააზიარებს აღნიშნულ ინფორმაციას ან კანონით სხვა რამ არის მოთხოვნილი.

Mindor არ იძლევა გარანტიას, რომ აპლიკაცია ნებისმიერ დროს იქნება უწყვეტად ხელმისაწვდომი ან ტექნიკური შეფერხებებისგან თავისუფალი.

20ინტელექტუალური საკუთრება

Mindor-ის ვებგვერდი, Mindor Pulse, ბრენდი, ტექსტები, გრაფიკული მასალები, პროტოკოლის მასალები, შეფასების სისტემა, საგანმანათლებლო მასალები და სხვა კონტენტი წარმოადგენს Mindor-ის საკუთრებას ან გამოიყენება შესაბამისი ლიცენზიით.

მომხმარებელს ეძლევა აღნიშნული მასალების პირადი გამოყენების უფლება მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია შეძენილი მომსახურების გამოყენებისთვის.

მომხმარებელს არ აქვს უფლება Mindor-ის მასალები დააკოპიროს, გაავრცელოს, გაყიდოს, გადასცეს მესამე პირს ან გამოიყენოს კომერციული მიზნებისთვის Mindor-ის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

21პასუხისმგებლობის შეზღუდვა

Mindor იღებს გონივრულ ზომებს მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ინდივიდუალური შედეგები შეიძლება განსხვავდებოდეს მომხმარებლის მდგომარეობის, პროტოკოლის გამოყენების ხარისხისა და სხვა ინდივიდუალური ფაქტორების მიხედვით.

Mindor არ არის პასუხისმგებელი იმ შედეგებზე, რომლებიც გამოწვეულია მომხმარებლის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მოწოდებით, პროტოკოლის რეკომენდაციების შეუსრულებლობით ან გარე ფაქტორებით, რომლებიც Mindor-ის კონტროლის ფარგლებს გარეთაა.

22დავის გადაწყვეტა

მომხმარებელსა და Mindor-ს შორის წარმოქმნილი ნებისმიერი უთანხმოება პირველ რიგში უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით.

მომხმარებელმა უნდა მიმართოს Mindor-ს წერილობით (info@mindor.ge) პრეტენზიის აღწერით. Mindor ვალდებულია განიხილოს პრეტენზია და მომხმარებელს მისცეს პასუხი 14 კალენდარული დღის განმავლობაში.

თუ მოლაპარაკება ვერ მოხერხდა, დავა განიხილება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

23პირობების ცვლილება

Mindor-ს შეუძლია პერიოდულად განაახლოს ეს კონფიდენციალურობის და სერვისის პირობები, რათა ასახოს მომსახურების, ტექნოლოგიების ან კანონმდებლობის ცვლილებები.

განახლებული ვერსია გამოქვეყნდება Mindor-ის ვებგვერდზე შესაბამისი განახლების თარიღით.

მომხმარებლის უკვე შეძენილ მომსახურებასთან დაკავშირებული არსებითი ცვლილებები არ უნდა ზღუდავდეს მომხმარებლის კანონით ან ხელშეკრულებით უკვე წარმოშობილ უფლებებს.

24მოქმედი კანონმდებლობა

წინამდებარე პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

მომხმარებლის უფლებები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით სავალდებულოდ არის დაცული, მოქმედებს ამ პირობების მიუხედავად.

25კონტაქტი

კითხვები დაგრჩათ?

შეკვეთებთან, მომსახურებასთან, თანხის დაბრუნებასთან ან წინამდებარე პირობებთან დაკავშირებული კითხვებისთვის დაგვიკავშირდით.

info@mindor.ge
ბოლო განახლება: 2026 წლის 15 სექტემბერიდასაწყისში დაბრუნება